Sunday, April 5, 2015

ტრენინგის მე-9 დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო.ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების თემა,მოვუყევით როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი.რაც ყველაზე საყურადღებო და სასარგებლო იყო გავუზიარეთ  ერთმანეთს გამოცდილება.ძალიან ბევრი  მნიშვნელოვანი რამ გავიგე ჩემი კოლეგებისგან.

ვისწავლე ჰიპერბმულების გაკეთება,რაც მართლაც საინტერესო აღმოჩნდა.ამასთან ერთად  გავიგე  როგორ უნდა  შევცვალო საათის დიზაინი და გავაკეთო პიკასა-ალბომი.

ზოგადად ტრენინგმა მომცა ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი,რის გარეშეც წარმოუდგენელია მომავალი პედაგოგიური მოღვაწეობა.

დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს ტრენინგის ასე საინტერესოდ ჩატარებისთთვის!

Saturday, April 4, 2015

                                             ტრენინგის მე-8 დღე
დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა,დრაივში ავტვირთეთ პორთფოლიო , მივანიჭეთ სახელწოდება, ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნა.
 მართლაც საინტერესო და მნიშნელოვანი მასალა შევისწავლე. მთავარია მისი გამოყენება!

Sunday, March 29, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრადიციულად ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შემდეგ კი პროექტის ფარგლებში შევიმუშავეთ  კონკრეტული დავალებების ტიპები, რომლებსაც მოვარგებთ ძლიერი და სუსტი მოსწრების მოსწავლეების შესაძლებლობებს საჭიროებებსა და ინტერესებს. ამის შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში, კერძოდ კი სასწავლო პროცედურებზე, სადაც დეტალურად გავწერეთ ჩვენი პროექტის თითოეული ეტაპის დავალებები და ამოცანები და მოლოდინები. ვთვლი, რომ ეს ტრენინგი ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს!!
მეექვსე დღე
 ტრადიციულად ტრენინგის მეექვსე დღეც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე,  შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმის იმ ნაწილს, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი პროექტის განხორციელების ეტაპები. ამის შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკებს და  შევქმენით ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკები. ნაყოფიერი და საინტერესო დღე გვქონდა.
მეხუთე დღე

  დღე ჩვეულებისამებრ დავიწყე გამეორებით. საავტორო უფლებების დაცვა ელექტრონულად. კომენტარების გაკეთება ბლოგზე, ბლოგის დათვალიერება,
 ძალიან დამაინტარესა გაჯეტის შექმნქმ.ვისწავლე მისი წაშლა, რედაქტირება და მასში
კითხვების შედგენა.

Saturday, March 21, 2015

მეოთხე დღე



დღე დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით.გავაგრძელეთ გეგმის შედგენა.გავეცანი შეფასების გეგმის ცხრილს. ვისწავლე ბლოგში სურათის ჩასმა,
ბლოგის წაშლა და მისი აღდგენა
 ვისწავლე მასწავლებლის საპრეზენტაციო პროექტის ატვირთვა პოვერტ პოინტში. საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეს მასალა ჩემთვის. ჯერ ერთი რომ იყო მართლაც საინტერესო და ახალი. ვფიქრობდი რომ ვერ ვისწავლიდი.მაგრამ ტრენერის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად და საფუძვლიანად ახსნა.
დღევანდელი დღე, როგორც ყველა  დანარჩენი ძალიან ნაყოფიერი იყო.

Sunday, March 15, 2015

მესამე დღე

გავიმეორე ნასწავლი მასალა.დღევანდელი ტრენინგის თემა იყო სასწავლო გეგმის შედგენა. გავეცანი სხვადასხვა ნიმუშებს. მიმართულების მიმცემ სხვადასხვა კითხვებს. განვსაზღვრეთ მიზანი სტანდარტიდან,ბლუმის ტაქსონომიიდან და  21 საუკუნის უნარ -ჩვევებიდან.
 დავიწყე გეგმის შედგენა.არჩეული თემიდან გამომდინარე.განვსაზღვრე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,პროექტის სასწავლო მიზნები
შედეგი.ავირჩ
იე მიმართულების მიმცემი კითხვები.
დღევანდელმა დღემ ძალიან დიდი ცოდნა შემძინა.